"ოცნება" 55.7%, ენმ - 16.2% - Survation-მა "რუსთავი 2-ის" დაკვეთით კვლევა გამოაქვეყნა

09.09.2020 03:08

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა 26 აგვისტოდან 2 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა და 1205 გამოკითხულს მოიცავს. კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, თუ რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, 55.7%-მა "ქართული ოცნება" დაასახელა. სხვა პარტიების პროცენტული წილი ასე გადანაწილდა: "ნაციონალური მოძრაობა" - 16.2% "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი" - 6.0% "ევროპული საქართველო" - 5.6% "ლეიბორისტული პარტია" - 4.5% "პატრიოტთა ალიანსი" - 3.9% "ლელო" - 3.7% "გირჩი" - 2.2% "ერთიანი საქართველო" - 1.0% "თავისუფალი დემოკრატები" - 0.5% სხვა - 0.7% კითხვაზე, თუ რამდენად ხართ დარწმუნებული, რომ საპარლამენტო არჩევნებში სწორედ ამ პარტიას დაუჭერთ მხარს, პასუხები ასე გადანაწილდა: სრულიად დარწმუნებული ვარ - 64.8% მეტნაკლებად დარწმუნებული ვარ - 26.4% მხოლოდ მცირედ ვარ დარწმუნებული - 4.1% სრულიად არ ვარ დარწმუნებული - 4.0% მონაცემების შეგროვების მეთოდი - კვლევის მეთოდი პირისპირ ინტერვიუებია რესპონდენტების სახლში, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა სქესისა და საარჩევნო ასაკის მქონე ადამიანებში ჩატარდა. ამ კვლევის ცდომილება 2-დან 3%-მდე მერყეობს. Survation -ის მეთოდოლოგია განსხვავებულია და კვლევაში არ ითვალისწინებს იმ ადამიანებს, ვინც პასუხს არ სცემს რამდენჯერმე დასმულ კითხვაზე. MPN.GE- მარშალპრესი მოიწონე ჩვენი გვერდი ფეისბუქზე:   / marshalpress.ge

გაზიარება: