საქართველოში ოპოზიცია ისევ ერთიანდება - მიხეილ სააკაშვილი

10/28/2018
Georgia Official-ის მიერ

● საკონტაქტო E-mail : [email protected] ●●● © საავტორო უფლებები დაცულია ●

● გვესტუმრეთ: http://Exclusivetv.Ge ● შემოგვიერთდით: https://goo.gl/Pxei60

● საქართველოში ოპოზიცია ისევ ერთიანდება, ეს ნიშნავს რომ შანსი არაა ჩვენი დამარცხების მეორე ტურში - მიხეილ სააკაშვილი

„რეალური მიცემული ხმებით გია ვაშაძე არის პრაქტიკულად გამარჯვებული და გადასულია მეორე ტურში“- საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქართველოს მოსახლეობას გამარჯვებას ულოცავს და ოპოზიციას მადლობას უხდის.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ შედეგების გაყალბებას გეგმავს, თუმცა მისი თქმით, ამას საზოგადოება არ დაუშვებს.

სააკაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის 40% ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შედეგია და მეორე ტურში ის აუცილებლად დამარცხდება, რადგან ოპოზიცია ერთიანია. მიხეილ სააკაშვილი ყოფილ თანაგუნდელს და „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატს დავით ბაქრაძეს, გამოცხადებული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა დავით ბაქრაძეს და „ევროპულ საქართველოს“, ყოჩაღ მართლა ბაქრაძეს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ოპოზიცია ისევ ერთიანდება. ეს ნიშნავს რომ შანსი არაა ჩვენი დამარცხების მერე ტურში. მე დარწმუნებული ვარ იგივე ნაბიჯს გადადგამს შალვა ნათელაშვილი.

ხალხმა დაიჯერა, რომ შესაძლებელია ამ მონსტრის, ივანიშვილის დამარცხება. როგორ არ რცხვენიათ რომ აცხადებენ 52 %?“,-აცხადებს სააკაშვილი საკუთარ ვიდეო მიმართვაში.


სააკაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა სუს-ის ხელმძღვანელობა დაიბარა და აპირებენ გამოაცხადონ პირველ ტურშივე გამარჯვება, რასაც მისი თქმით, ოპოზიცია და საზოგადოება არ დაუშვებს.

„თუ ისინი გააგრძელებენ ამ კენჭისყრის შედეგების გაყალბებას. თუ ივანიშვილი შეეცადა მოსტაცოს ხალხს გამარჯვება ივანიშვილი დაასრულებს ძალიან ცუდად,“-ამბობს სააკაშვილი.

გავლენიანმა კვლევითმა ორგანიზაცია Edison Research-მა ეგზიტპოლები „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ჩაატარა.

დღის ოთხი საათისთვის არსებული მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძესა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 40-40% აქვთ. პასუხების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

\"ევროპული საქართველოს\" საპრეზიდენტო კანდიდატმა „Edison Research\"-ის ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში მხარს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს.

ვიდეოები „Georgia Official"-ისგან