ოპოზიცია მოსამართლეთა არჩევის შეჩერებას ითხოვს


ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველისთვის“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერებას ითხოვს.

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატანი შესაბამისი ცვლილებები „ლელომ“ უკვე მოამზადა და პარლამენტში გუშინ დაარეგისტრირა. ანა ნაცვლიშვილის თქმით, მოსამართლეების დანიშვნებზე მორატორიუმი იმ დრომდე უნდა გაგრძელდეს, ვიდრე პარლამენტი შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებულ ამბიციურ რეფორმას სისრულეში არ მოიყვანს. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი „ლელოს“ ინიციატივას მხარს უჭერს. რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ, რომ „ლელოს“ საკანონმდებლო ინიციატივა ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურება და მიზნად მართლმსაჯულებაში ვაკუუმის გაჩენას ისახავს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან