სასამართლო რეფორმა


ვნებათაღელვა იზრდება შარლ მიშელის შეთანხმების მესამე პუნქტის გარშემოც. დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია მართლმსაჯულების რეფორმის პროექტის მიღებამდე 26 მაისს დაგეგმილი პროცესის შეჩერებას ითხოვს. ორ დღეში მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი ახალი წევრი უნდა აირჩიონ. მიშელის შეთანხმების მესამე პუნქტში ნახსენები სასამართლო რეფორმა იუსტიციის საბჭოს ძირეულ რეფორმირებასაც გულისხმობს. მოსამართლეების არჩევის პროცესზე მორატორიუმის გამოცხადების მომხრეები არიან მედიაციის პროცესში ჩართული ელჩებიც. ოპოზიციის კიდევ ერთი მოთხოვნაა მოსამართლეების შერჩევის პროცესის შეჩერება უზენაეს სასამართლოშიც. ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადების მიუხედავად, 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენცია დიდი ალბათობით მაინც გაიმართება. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან