ომი უკრაინაში - მე-40 დღე
უკრაინაზე არ წყდება ოკუპანტების საჰაერო იერიშები. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, იბომბება ქალაქი ოდესა, მისი მიმართულებით გაშვებულ იქნა რამდენიმე რაკეტა. მიზანი კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებაა. სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაიბომბა ქალაქი ხარკოვი, რომლის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა, მათ შორის ბავშვები, სამის მდგომარეობა მძიმეა. ავიაიერიშის შედეგად დაინგრა ათამდე საცხოვრებელი სახლი. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთი საკუთარ ძალისხმევას ძირითადად აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის ქალაქების დაკავებისკენ მიმართავს. ამასთან, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ჯარების კონსოლიდაციას ახორციელებს დონბასში და აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელთა შორის კერძო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებული მეომრებიც არიან. უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბის ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით საოკუპაციო ჯარების შვიდი შეტევა მოიგერიეს და მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს. ასევე, გაანადგურეს რუსეთის ხუთი საჰაერო სამიზნე. ვრცელდება ცნობა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები გადიან სუმის რეგიონიდან. გუბერნატორის თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალებს დანაკარგები აქვთ კიევსა და ჩერნიგოვოში. უკრაინის სპეციალური ძალები განაგრძობენ კიევის მახლობლად გათავისუფლებულ ქალაქებში განაღმვით ოპერაციებს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, კიევთან მდებარე ქალაქებში 5 ათასამდე ფეთქებადსაშიში ნივთი იპოვეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსებმა უკრაინაში 80 ათასი კვადრატული კილომეტრის ოდენობის ტერიტორია დანაღმეს. რაც შეეხება ჰუმანიტარულ დერეფნებს, უკრაინული მხარის განცხადებით, დღეს ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობა იგეგემება ქალაქ მარიუპოლიდან და ლუგანსკის რაიონიდან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
,, მშვიდობა... ქვეყანას არ სჭირდება ომი" - ინტერვიუ ზაზა პაპ...
№35 2022 აკაკი ჯორჯაძე - მიმდინარეობს პირველობისთვის ბრძოლა,...
⭕️ ინტერვიუ მიხაილ კასიანოვთან
რადიო \"მაესტრო\" 94.7 FM
№39 2022 აკაკი ჯორჯაძე - რას იზრახიან ეპარქიებად დაშლა ქვეყნ...
🔴 დღის კომენტარი 18:30 საათზე (25.02.2024)
info news
№4 2022 აკაკი ჯორჯაძე - რა გვინდა? - გადარჩენა, თუ მიმდინარ...
მე უკრაინაში მივდივარ - გიორგი ღოღობერიძე GE98TB702974506360...
გიორგი ღოღობერიძის ყველა ვიდეო (არაკომერციული)
ევროპის რეგიონული კონფერენცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster