ბრიფინგი ცესკო-ში

16.09.2023 01:49

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს მათთვის შეთავაზებული ზოგიერთი სერვისის მისაღებად ვადებს შეახსენებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ცესკო-ში ბრიფინგი გაიმართა. როგორც პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ პირველი ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები მაღალ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. შეგახსენებთ, რომ ამომრჩევლები პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატსა და გურჯაანის მერს აირჩევენ. შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის შექმნილი 133 საარჩევნო უბნიდან 103-ზე არჩევნები ელექტრონული აპარატების გამოყენებით ჩატარდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: