ბრიფინგი ცესკო-ში


ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მანიპულაციას უწოდებენ საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში არსებულ დისბალანსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ცესკო-ში დღეს ბრიფინგი გაიმართა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი აცხადებს, რომ ყველა საარჩევნო პროცესი, მათ შორის ხმის დათვლის პროცესი, რომელსაც აღბეჭდავდა სპეციალური ვიდეოკამერები, საჯაროდ წარიმართა. ამ პროცესს აკვირდებოდნენ დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და მედია. ნათია იოსელიანის განცხადებით, არაერთი ბერკეტი არსებობს თითოეული მონაცემის დეტალურად შესამოწმებლად და აღნიშნული საკითხით მანიპულირება მიუღებელია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან