ბრიფინგი ცესკო-ში


საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველ კონკურსანტთა რეგისტრაცია 6 სექტემბერს დასრულდება. როგორც ცესკო-ში განმარტავენ, საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დროისთვის 21 ათასზე მეტ ვაკანტურ ადგილზე 13 300-მდე განაცხადია შესული. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი 8-13 სექტემბერს გაიმართება. ხოლო 13 სექტემბრიდან უკვე დაიწყება უფლებამოსილი ოთხი საპარლამენტო პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნა. ჯამში 73 საარჩევნო ოლქის 13 289 უბანში სულ 21 822 წევრი უნდა დაინიშნოს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან