აჭარის მთავრობის სხდომა


აჭარის 2022 წლის ბიუჯეტი 436 მილიონ ლარამდე იზრდება. ბიუჯეტის პროექტი დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე განიხილეს. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი ბიუჯეტი, რომელიც აჭარას ჰქონია. ბიუჯეტიდან 135 მილიონი ლარი მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი ტრანსფერია. ასევე, მომავალი წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია 20 მილიონი ლარი პროგრამისთვის „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“. პირველ ეტაპზე ავარიულ სახლებში მცხოვრები 630-ზე მეტი ოჯახი მიიღებს ახალ საცხოვრებელს. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია 15 მილიონი ლარი ე.წ. ოცნების ქალაქში საცხოვრებლების მშენებლობის მეორე ფაზისთვის. პირველი ფაზა, რომელიც 582 ოჯახისთვის სამ კორპუსში ბინების გადაცემას ითვალისწინებს, წლის ბოლოსთვის უკვე მთავრდება. რიჟვაძის განცხადებით, კვლავ პრიორიტეტად რჩება ჯანდაცვა და სოციალური სფერო. მთავრობის სხდომას დღეს უკვე ესწრებოდნენ ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს არჩეული მერები.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან