აგვისტოს ომის გმირის დედა: ზუგდიდში დადგმული მემორიალი ჩემთვის შეურაცხმყოფელია

08/07/2019
Radio Atinati-ის მიერ

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სერგო გოროზიას დედა მზია გოროზია მიიჩნევს, რომ სკეიტ-პარკში დადგმული ომის გმირების მემორიალი მებრძოლების პატივისცემის ნაცვლად მათი შეურაცხყოფაა. მზია გოროზიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ მას მემორიალი რამდენიმე მიზეზის გამო არ მოსწონს. პირველ რიგში, გოროზიასთვის კატეგორიულად მიუღებელია ბეტონის ქანდაკება და მემორიალის დეტალები.

„სირცხვილი ზუგდიდის მერიას, რადგან მათ ოთხი გმირი ჰყავთ აქ და არ მიხედეს. ბეტონის მონოლითის მეტი ღირსი არ იყვნენ ეს ბიჭები? ეს მემორიალი უფრო სამამულო ომის გმირების მემორიალს ჰგავს. რა თქმა უნდა, მათი ხსოვნის პატივისცემისთვისაც უნდა იდგეს აქ ძეგლი და აფხაზეთის ომში დაღუპული ბიჭებისთვისაც, მაგრამ ჩვენც ხომ ვიმსახურებთ?! ეს არც ამ ადგილისთვისაა შესაფერი და არც გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად. ჩვენს ბიჭებს ჩექმები არ ეცვათ, არც საველე ფორმას ჰქონდა სამხრეები, არც ეს იარაღი ეჭირათ. შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ სიმბოლურია, მაგრამ სიმბოლურად თუნდაც, უნდა გააკეთო ისეთი, რა ფორმითაც წავიდნენ ბიჭები ომში“, - ამბობს გოროზია.

მისივე თქმით, თავად იყო ჩართული მემორიალის დიზაინის შერჩევაში, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ჰქონდა პირობა, რომ ქანდაქება არა ბეტონის, არამედ სპილენძის მასალისგან იქნებოდა. სწორედ იმის გამო, რომ გმირების ხსოვნისთვის მემორიალი დადგმულიყო, თბილისიდან პერიოდულად ჩამოდიოდა.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან