გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულთა პრობლემები


გერმანიაში ლეგალური დასაქმების პროგრამით წასული საქართველოს 24 მოქალაქე დახმარებას ითხოვს.

დარღვეულია სამუშაო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მარწყვის კრეფაზე დასაქმებულები უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ. 24 ადამიანისთვის 24 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართია გამოყოფილი, სადაც ანტისანიტარიასთან ერთად სხვა პრობლემებიცაა. ცალკე გამოწვევაა საათობრივი ანაზღაურება. საქართველოდან წასული შრომითი მიგრანტები დაპირებული ცხრა ევროს ნაცვლად, საათში სამ ევროსაც ვერ იღებენ. სამუშაო პირობების შეცვლის საკითხს ორივე ქვეყნის შესაბამისი უწყებები უკვე სწავლობენ. საქართველოსა და გერმანიას შორის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად სოფლის მეურნეობის სფეროში სეზონურ სამუშაოებზე საქართველოდან სულ ოთხი ჯგუფია წასული. პრობლემა მეოთხე ნაკადს შეექმნა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან