„კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევა ბათუმში - კლინიკა „მედალფაში“ 35 წლის ქალი მოათავსეს
„კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევა ბათუმში - კლინიკა „მედალფაში“ 35 წლის ქალი მოათავსეს. ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. ამდენად, ამ დროისთვის კლინიკაში ინფიცირებულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. ამასთან, „მედალფას“ კლინიკური დირექტორის განცხადებით, დამძიმდა 72 წლის ქალის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს და ასევე მართვით სუნთქვაზე რჩება 70 წლის მამაკაციც. სხვა პაციენტების მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო და მსუბუქი სიმძიმის. უცნობია, როდის დატოვებს კლინიკას გამოჯანმრთელების სტადიაში მყოფი ორი პაციენტი, მათ შორის მედდა, რომელიც პაციენტთან ურთიერთობის შედეგად დაინფიცირდა. კლინიკაში ამბობენ, რომ მათ ვირუსი ტესტირების შემდეგ აღარ უდასტურდებათ, თუმცა კვლავ რჩება პნევმონია და ისინი მკურნალობას კვლავ კლინიკაში აგრძელებენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ამ დრომდე არ გაუვრცელებია კორონავირუსის დღევანდელი სტატისტიკა, ცნობილია, რომ ელოდებიან 66 ანალიზის პასუხს და ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით, მოძიებულია 355 კონტაქტზე მეტი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ექიმების დაჯილდოება ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„კოვიდ 19“ - ვითარება აჭარაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„კოვიდ 19“-ის გავრცელების მაჩვენებელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება სამეგრელოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„კოვიდ 19“ - ვითარება მარნეულის საკარანტინო ზონაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დღეს „კოვიდ-19“-ის 15 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster