ნატოს მინისტერიალის გადაწყვეტილება


ნატო საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობას აძლიერებს.

ალიანსი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე უფრო მეტად იზრუნებს, რაც ვაშინგტონში ე.წ. შავი ზღვის პაკეტის მიღებით ოფიციალურად გაფორმდა.

ნატოს მინისტერიალის შედეგმა ქართული პოლიტიკური სპექტრი ახალ შანსზე აალაპარაკა. დღეს თბილისში რამდენჯერმე გაიხსენეს ბალტიის ზღვასთან დაკავშირებული მსგავსი პაკეტი, რაც  ნატოში ბალტიის ქვეყნების გაწევრიანებით დასრულდა.

ორგანიზაციაში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებაზე და ნატოში მიღების კონკრეტულ მოდელზე საუბრობს ნატოს ყოფილი გენერალური მდივანიც, რომელიც 2008 წელს ჩვენი ქვეყნისთვის მაპის არგადაცემას, შეცდომად მიჩნევს და ალიანსს მოსკოვიდან მომდინარე საფრთხეებზე მიუთითებს.

თითქმის იგივე რიტორიკაა ამერიკის კონგრესში მომზადებულ ახალ რეზოლუციაშიც.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან