ნატოს მხარდაჭერა საქართველოს და უკრაინას

17.02.2022 07:16

რუსეთის ულტიმატუმების და მუქარის ფონზე საქართველო უკრაინასთან ერთად ნატოსგან მკაფიო მხარდაჭერას იღებს. ბრიუსელში მიმდინარე თავდაცვის მინისტერიალის დღის წესრიგის მთავარი თემა ახალი ომის თავიდან აცილებაა. არც ერთი გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინაზე ამ ორი ქვეყნის გარეშე - ასეთია მთავარი გზავნილი ორგანიზაციიდან. ბრიუსელი მოსკოვს უკრაინის საზღვრებიდან ჯარების გაყვანისა და სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდებს და მოსალოდნელი საომარი მოქმედებების ასაცილებლად დიპლომატიურ ძალისხმევას ააქტიურებს. რუსეთისგან მომდინარე აგრესიაზე საუბრის დროს დღეს ბრიუსელში რამდენჯერმე გაიხსენეს 2008 და 2014 წლის მოვლენები. თავდაცვის მინისტერიალზე დღეს საქართველოს და უკრაინის თავდაცვის მინისტრებსაც მოუსმინეს. პარტნიორი ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე ზრუნვა და შავი ზღვის უსაფრთხოება ნატოს პრიორიტეტულ ამოცანებს შორის რჩება. ერთობლივი მუშაობის დემონსტრირებისთვის წელს ალიანსი საქართველოსთან ერთად წვრთნებსაც გეგმავს. მაშინ, როცა მოსკოვი აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების გამოსარიცხად იურიდიული გარანტიების მოლოდინშია, ბრიუსელში დღეს საქართველოს და უკრაინის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება არ გადაიხედება.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

აქცია რიონის ხეობაში და დიალოგის მოლოდინი / ავღანეთში NATO-ს სამხედრო მისია სრულდება #LIVE

აქცია რიონის ხეობაში და დიალოგის მოლოდინი / ავღანეთში NATO-ს...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი
12:33

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და დასავლეთის მხარდაჭერა საქართველოს
07:47

რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და დასავლეთის მხარდაჭერა საქართვე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ნატო-ს მორიგი მხარდაჭერა საქართველოს
07:01

ნატო-ს მორიგი მხარდაჭერა საქართველოს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ამერიკის ელჩ კელი დეგნანის სპეციალური მიმართვა
04:14

ამერიკის ელჩ კელი დეგნანის სპეციალური მიმართვა

MULTIMEDIA GE

ნატოს-ს საპარლამენტო ასამბლეა
08:15

ნატოს-ს საპარლამენტო ასამბლეა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჰელსინკის კომისიის მოწოდება - შეფასებები თბილისში
03:06

ჰელსინკის კომისიის მოწოდება - შეფასებები თბილისში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

NATO: ზომები მიღებულია, რომ  ბოსნიის და საქართველოს თავდაცვისუნარიანობა იყოს ადექვატური 04 03 2022
01:39

NATO: ზომები მიღებულია, რომ ბოსნიის და საქართველოს თავდაცვი...

სამოქალაქო საზოგადოება XXI

ყველა ვიდეო