საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების განცხადება


მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოში ფრენების შეჩერება დააანონსა, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები უცხოელ სტუმრებს დასასვენებლად ეპატიჟებიან და სოციალურ ქსელებში საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლებს ავრცელებენ.

„ზაფხულის დადგომასთან ერთად, მოგესალმებით საქართველოში! უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გამოვაქვეყნებთ სხვადასხვა სახის ინფორმაციას მოგზაურობის, დასვენების, კულტურის, ღვინის და კერძების შესახებ, რომელთა დაგემოვნებაც და ნახვაც საქართველოშია შესაძლებელი“, – წერს შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელში და საქართველოში ზაფხულის დასვენების შესახებ ვიდეორგოლს ავრცელებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან