საბჭოთა ოკუპაციის დღე - სახელმწიფო უწყების შენობებზე დროშები დაშვებულია
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. დროშები დაშვებულია მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტისა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ შენობებზე. სახელმწიფო დროშები დაუშვეს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის უწყების ყველა დანაყოფის ბაზაზე, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასაზღვრო პოლიციის შენობებზე. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული. ქვეყნისთვის ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზეც. დღეს ორბელიანების სასახლეში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელიც თავისუფლებისათვის ბრძოლას მიეძღვნება. საღამო, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან, ლიტერატურული ნაწილით გაიხსნება და ქართველ მწერლებსა და გამომცემლებს დაეთმობა. დღესვე გაიმართება გია ჭუბაბრიას ფილმის „გაფითრებული თებერვლის ლანდის“ ჩვენება. ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი, „მოძრაობის თეატრი“ საგანგებოდ ამ დღისთვის ოკუპაციის თემაზე შექმნილ პერფორმანსს წარადგენს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საბჭოთა ოკუპაციის დღე - სახელმწიფო უწყებებთან დროშები დაუშვე...
PalitraNews
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობებზ...
Parliament of Georgia
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობებზ...
Parliament of Georgia
საბჭოთა ოკუპაციის დღე - პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურებ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს კონსტიტუციის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს კონსტიტუციის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს კონსტიტუციის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster