დღეს საქართველო კონსტიტუციის დღეს აღნიშნავს. 27 წლის წინ, სწორედ ამ დღეს, 1995 წელს საქართველოს დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ ქვეყნის მთავარი კანონი მიიღო, რომელმაც სახელმწიფოს სამართლებრივი სტატუსი, ღირებულებები და პრინციპები განსაზღვრა. დოკუმენტი 1921 წლის კონსტიტუციის ტექსტის საფუძველზე შეიქმნა, რომელიც დამფუძნებელმა კრებამ მიიღო და საბჭოთა ოკუპაციის გამო, მხოლოდ ოთხი დღე იყო ძალაში. ამ დღესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს საქართველოს პრემიერ მინისტრი. „კონსტიტუცია ქართველი ხალხის უმთავრესი დასაყრდენია ევროპული სახელმწიფოს შენების პროცესში. უზენაესი კანონის განუხრელი ერთგულება და დაცვა სამოქალაქო ერთობის, მშვიდობის, კეთილდღეობის, ქვეყნის სტაბილურობისა და წინსვლის უმთავრესი პირობაა“ - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
განცხადებას ავრცელებს პარლამენტის თავმჯდომარეც. „საქართველოს კონსტიტუცია და მასში ასახული ფასეულობები არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გარანტი. ყველას გილოცავთ კონსტიტუციის დღეს!“ - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.