2014 წლის 05 ივნისს, 11:00 საათზე, ორგანიზაციამ „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოებამ\" პროექტის „სკოლამდელი აღზრდა ჩვენი უფლებაა. ქსელური მონიტორინგის\" ფარგლებში გამართა შეხვედრა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, დევნილ ქალთა ასოციაცია \"თანხმობის\" გარდაბნის ცენტრში.
შეხვედრაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გააკეთეს პრეზენტაცია თემაზე: „წინასაარჩევნო ფიქრები სკოლამდელი აღზრდის შესახებ.\" ასევე, შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ის რეკომენდაციები, რომლებიც ეფუძნება პროექტის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებს და ინტერვიუს სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელთან და განიხილეს სკოლამდელი განათლების სფეროს პრიორიტეტები. აგრეთვე, შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ გამოთქვა საბჭოს დაარსების სურვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გარდაბანში და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების აღსაზრდელთა მშობლები.
სამუშაო შეხვედრის ბოლოს, მონაწილეთა მხრიდან ხელი მოეწერა რეკომედაციას, კორესპოდენციის სახით დარეგისტრირდა და მიეწოდა ადგილობრივ თვითმმართველობას. აგრეთვე, დაიგეგმა მეორე შეხვედრა.