„არა ქიმიურ ტერმინალს“ - საპროტესტო მდუმარე აქცია ბათუმში


\"არა ქიმიურ ტერმინალს\"- ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა მდუმარე აქცია გამართეს.

საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ვატო მეგენეიშვილის განცხადებით, 7 თებერვალს საძირკვლის ჩაყრა იგეგმება ისე, რომ ტერმინალის მავნე ზემოქმედების შესახებ ხელისუფლებისგან კონკრეტული პასუხები არ მიუღიათ.

„ვითხოვთ გამჭვირვალე პროცესს, პირდაპირ სატელევიზიო დებატებს. გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ნებართვები გაიცემა კანონდარღვევით, არავინ არაფერს გვიხსნის, ამიტომ ვატარებთ მდუმარე აქციას, იმის გამოსახატად, რომ ხელისუფლება დუმს“, – განაცხადა ვატო მეგენეიშვილმა.  ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობა იწყება. ხელშეკრულება კომპანია ჭონდერნეტ Eხსპრესს Iნვესტმენტ Gროუპ-სა და ამერიკულ კორპორაცია თრამმო-ს შორის რამდენიმე დღის წინ გაფორმდა.

კომპანიის ინფორმაციით, ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადება იგეგმება. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან