ზუგდიდში სამოდელო სახლის Best Models ფილიალი გაიხსნა

11/27/2017
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდში სამოდელო სააგენტო Best Models-ის ახალი ფილიალი გაიხსნა. კომპანიის გენერალური დირექტორის კახი ხაბეიშვილის ინფორმაციით, ეს თბილისისა და ქუთაისის შემდეგ სამოდელო სახლის მესამე ფილიალია.
სააგენტო 5-დან 18 წლამდე გოგონებისა და ბიჭების ასაკობრივ ჯგუფზეა გათვლილი და დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა სერვისსა და მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის, ისწავლება დეფილე, აერობიკა, ფოტო პოზირება, მეტყველება, თანამედროვე ცეკვები და მსახიობის ოსტატობა.
„უკვე ჩაეწერა 30 ბავშვი. საინტეროა ჩვენთან თანამშრომლობა, რადგან ბევრი თაობა აღვზარდეთ, მეათე წელია მისტერ ვალენტინის კონკურსს ვატარებთ. ჩვენი სტუდიის მოდელებს იღებენ სარეკლამო რგოლებში, ისინი მონაწილეობენ ფოტოსესიებსა და სხვადასხვა დიზაინერის მიერ შექმნილი ტანსაცმლის ჩვენებებში. გარდა ამისა, ზუგდიდელი ბავშვებსაც ექნებათ რეგიონალური გასვლები და გადაღებები. ის, რომ Best Models, რომელიც წარმატებული კომპანიაა, ზუგდიდში დამკვიდრდა, წინ გადადგმული ნაბიჯია“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.
მან ადგილობრივი ფილიალის დირექტორებსა და ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა და მათ წარმატებები უსურვა.
Best Models საქართველოში უკვე მეხუთე წელია ფუნქციონირებს.


რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან