18 სექტემბერს, რუსთაველის თეატრში, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პრესკონფერენციას გაიმართა.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 20 სექტემბერს 20:00 საათზე რუსთაველის თეატრის სცენაზე სპექტაკლით „მოხეტიალეთა სიმღერები“ გაიხსნება.
ანსამბლ „რუსთავის“ ცოცხალი შესრულების თანხლებით „მოხეტიალეთა სიმღერები” გამაოგნებელი სანახაობაა, რომელიც აღწერს მომლოცველთა შთამბეჭდავ მოგზაურობას. სპექტაკლი გამორჩეულად „აზიურია“, თუმცა იგი ცდება აზიის საზღვრებს. სპექტაკლში გამოყენებულია 3.5 ტონა ოქროსფერი მოციმციმე ბრინჯის მარცვალი და მიმდინარეობს ქართული ხალხური სიმღერის ფონზე. წარმოდგენას საფუძვლად უდევს აზიურ ქვეყნებში არსებული რელიგიური ღვთისმსახურების მდიდარი პრაქტიკა, აგრეთვე ჰერმან ჰესეს ნაწარმოები - „სიდჰარტჰა“. უძველესი რელიგიური რიტუალები ამ სპექტაკლში თვალისმომჭრელ სანახაობად არის ქცეული. 90 წუთის განმავლობაში, სცენის კუთხეში გაუნძრევლად მდგარ მწირს გაპარსულ თავზე წვიმასავით ეყრება ბრინჯის მარცვლების მოციმციმე ნაკადი. ოქროსფერი ბრინჯის მარცვლები სცენაზე გარდაიქმნებიან ხან მდინარედ, ხან გორაკებად, ხან კი - უდაბნოდ. ბრინჯის ნაკადი კი ქმნის ზაფხულის წვიმის და ჩანჩქერის შთაბეჭდილებას. ამ ფონზე, დაძონძილ სამოსში გამოწყობილ მოცეკვავეებს, რომელთაც ხელში გრძელი ჯოხები უჭირავთ, მივყავართ მომლოცველთა მოგზაურობაში.
2011 წლიდან სპექტაკლი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წარმოდგენილი იქნა ანსამბლ „რუსთავის“ ცოცხალი შესრულების თანხლებით.
http://www.culture.gov.ge/
/ culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045