ინიციატივა ევროკავშირში - „ტრიოს სტრატეგია 2030“


ევროკავშირმა საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის კიდევ ორ წევრ ქვეყანას შესაძლოა გაწევრიანების 10-წლიანი გეგმა შესთავაზოს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ევროპარლამენტი ლიეტუველი დეპუტატების ინიციატივას გაიზიარებს.

ევროპის სახალხო პარტიის წევრები ფიქრობენ, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დამატებითი მექანიზმები ესაჭიროებათ. „მეტი მეტისთვის“ - ეს არის მთავარი პრინციპი ხუთგვერდიანი ინიციატივის, რომელიც მითითებულ ქვეყნებში ევროკავშირის უფრო მეტი პროგრამის დაფინანსებას, ასევე რეფორმების ხელშეწყობას გულისხმობს. დოკუმენტის ინიციატორების აზრით, მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას მეტი მოტივაცია და ხელშეწყობა სჭირდებათ.

თამუნა წიკლაური გვეტყვის, რას ნიშნავს ბრიუსელში ინიცირებული „ტრიოს სტატეგია 2030“.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან