ქართული ხელოვნება ვილნიუსში კულტურის სამინისტროს ეგიდით
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თითქმის ორი თვის მანძილზე, ვილნიუსში თანამედროვე ქართულ ხელოვნებას წარმოადგენს. 7 ნოემბრიდან 2013 წლის ბოლომდე, ლიტვის ქალაქი ვილნიუსი ქართულ ხელოვნებას მასპინძლობს. ქართული პროგრამა, საფორტეპიანო ტრიოს „სემპრე" კონცერტით გაიხსნა. ლიტვის ეროვნული ფილარმონიული საზოგადოების მცირე დაბაზში თამარ ლიჩელმა (ფორტეპიანო), ლელა მჭედლიძემ (ვიოლინო) და ჰაიკ ბაბაიანმა (ჩელო) დაუკრეს. თანამედროვე ქართული ხელოვნების წარმოჩენა ვილნიუსში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე დაიწყო, გაგრძელდება მის პარალელურად და იანვრამდე გასტანს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიებები კიდევ ერთხელ დაადასტურებს საქართველოსა და ლიტვას შორის არსებულ მჭიდრო კულტურულ და პოლიტიკურ კავშირებს. კულტურულ პროგრამაში წარმოდგენილნი არიან ქართველი მუსიკოსები, მხატვრები, კინოხელოვანები... დაგეგმილია ძვ. წ. I ათასწლეულის ვერცხლისა და ბრინჯაოს ექსპონატების ექსპოზიცია ქართული კულტურული მემკვიდრეობის საგანძურიდან, რომელიც ლიტვის ხელოვნების მუზეუმში მოეწყობა; შედგება თვითნასწავლი ფოტოგრაფის, შალვა ალხანაიძის ნამუშევრების გამოფენა. გაიმართება საქართველო - ესტონეთის ახალი, ერთობლივი ნამუშევრის "მანდარინები" და სხვა ქართული ფილმების ჩვენება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ორგანიზებითა და მხარდაჭერით, დღეიდან 2013 წლის ბოლომდე, ლიტვის დედაქალაქი ვილნიუსი თანამედროვე ქართულ ხელოვნებას გაიცნობს. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ქართული ხელოვნება ვილნიუსში კულტურის სამინისტროს ეგიდით
culturegovge culturegovge
ქართული ხელოვნება ვილნიუსში კულტურის სამინისტროს ეგიდით
culturegovge culturegovge
ქართული ხელოვნება ვილნიუსში კულტურის სამინისტროს ეგიდით
culturegovge culturegovge
საქართველო ვილნიუსის არტ-ბაზრობაზე - „ArtVilnius“
culturegovge culturegovge
#ახალიდღე 30 წელი ვილნიუსის მოვლენებიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კატოს საღამოები - დედიკა ბულია - რადიო იმედი,Radio imedi
რადიო იმედი
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადება - შეფასებები თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster