თურქეთმა შავ ზღვაში გაზსადენის მშენებლობა დაიწყო


თურქეთმა შავი ზღვის ფსკერზე მილსადენის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. ახალი მილსადენით ბუნებრივი აირის მიწოდება შავ ზღვაში აღმოჩენილი საბადოდან უნდა მოხდეს. პროცესი მომავალი წლიდან დაიწყება. მილსადენი საქარიას საბადოს ჭაბურღილებს, შავი ზღვის პირას, ფილიოსის პორტში მშენებარე გაზის გადამამუშავებელ ქარხანასთან დააკავშირებს. შავ ზღვაში ბუნებრივი აირის უმსხვილესი საბადოს აღმოჩენის შესახებ თურქეთმა 2020 წლის აგვისტოში განაცხადა. შავ ზღვაში თურქეთის სანაპიროდან 150 კილომეტრში მდებარე საბადო 540 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიცავს.
ფილიოსში გამართულ ღონისძიებაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ენერგეტიკას განიხილავს, როგორც რეგიონული თანამშრომლობის გასაღებს და არა როგორც დაძაბულობისა და კონფლიქტის სფეროს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან