თურქეთმა და რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის ყოვლისმომცველი ხელშეკრულება შეათანხმეს

28.12.2016 00:49

თურქეთმა და რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის ყოვლისმომცველი ხელშეკრულება შეათანხმეს, რომელსაც სირიაში კონფლიქტის მხარეებს წარუდგენენ, - იუწყება თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“.

სააგენტოს ინფორმაციით, ანკარა და მოსკოვი შეთანხმდნენ გეგმის შესახებ, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გავრცელებას სირიის მთელ ტერიტორიაზე ითვალისწინებს.

აღნიშნულ გეგმას კონფლიქტის მხარეებს წარუდგენენ. შეთანხმების მოქმედება მოიცავს ყველა იმ რაიონებს, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს ოპოზიციურ დაჯგუფებებსა და ასადის რეჟიმის ძალებს შორის.

შეთანხმების ფარგლებში კონფლიქტის მხარეებს შეთავაზებენ ცეცხლის შეწყვეტას 29 დეკემბრის 00:00 საათიდან. აღნიშნული შეთანხმება არ ვრცელდება ტერორისტულ ორგანიზაციებზე.

შეთანხმების წარმატების შემთხვევაში, ასადის რეჟიმი და ოპოზიცია, რუსეთისა და თურქეთის შუამავლობით, ასტანაში კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკურ დისკუსიებს დაიწყებენ.

გაზიარება:
Compania

მსგავსი ვიდეოები

42° პარალელი - გაზსადენ \"თურქული ნაკადის\" საზღვაო მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა
06:19

42° პარალელი - გაზსადენ "თურქული ნაკადის" საზღვაო მონაკვეთის...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

42° პარალელი - გაზსადენ \"თურქული ნაკადის\" საზღვაო მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა
25:43

42° პარალელი - გაზსადენ "თურქული ნაკადის" საზღვაო მონაკვეთის...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რუსეთის და თურქეთის ერთობლივი პატრულირება
03:55

რუსეთის და თურქეთის ერთობლივი პატრულირება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რუსეთმა და თურქეთმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს
00:32

რუსეთმა და თურქეთმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

როგორ გაინაწილეს რუსეთმა და თურქეთმა საქართველო
04:26

როგორ გაინაწილეს რუსეთმა და თურქეთმა საქართველო

Toma Chagelishvili

შალვა ნათელაშვილის განცხადება
01:04

შალვა ნათელაშვილის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რა საკითხები განიხილეს რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე
01:06

რა საკითხები განიხილეს რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა მო...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გუბაზ სანიკიძე: ყარაბაღის ომის შედეგის გავლენა საქართველოზე, კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთზე
58:01

გუბაზ სანიკიძე: ყარაბაღის ომის შედეგის გავლენა საქართველოზე,...

nino khachidze

ყველა ვიდეო