დოკუმენტური ფილმი გიამბობთ მერვე საავადმყოფოს მიმდებარედ ყოფილი კარდიოლოგიური ინსტიტუტის შენობაში შესახლებულ სოციალურად დაუცველი, უსახლკარო ქალების ცხოვრებაზე.

უსახლკარო ოჯახებმა ქუჩაში დარჩენისგან თავის გადარჩენის მიზნით, თავი შეაფარეს მიტოვებულ სახელმწიფო ობიექტებს, სადაც ისინი ამ დრომდე უმძიმეს პირობებში ცხოვრებენ. ობიექტებში არ არის დაცული სათანადო საცხოვრებლისა და უსაფრთხო გარემოს მინიმალური სტანდარტებიც კი (მათ შორის,კანალიზაცია, წყალი, ელექტროენერგია). ოჯახებს უწევთ აბსოლუტური სიღარიბის პირობებში ცხოვრება და არ მიუწვდებათ ხელი სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე. ისინი ხშირად განიცდიან სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საზოგადოების მხრიდან გარიყულობასა და მარგინალიზაციას.
http://emc.org.ge/

ვიდეოები „სოციალური სამართლიანობის ცენტრი"-ისგან