ისლამი და მედიახატები
http://emc.org.ge/ ქართველი მუსლიმები რწმენასა და პოლიტიკაზე უკანასკნელი 2 წლის მანძილზე არაერთხელ გამოვლინდა მუსლიმი თემისადმი რელიგიური შეუწყნარებლობისა და ძალადობის შემთხვევა. ბოლოს, ასეთი ფაქტი რამდენიმე თვის წინ, ადიგენის რაიონის, სოფელ მოხეში მოხდა. ადგილობრივი მუსლიმები ძველი მეჩეთის შენობის გადაცემას ან მისი განადგურების თავიდან აცილების მიზნით, მის კონსერვაციას მოითხოვენ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი სადავო შენობაში კულტურის ცენტრის გახსნა გადაწყვიტა, რასაც პოლიციასა და მოხელ მუსლიმებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცავებმა სოფელ ჭელასა და მოხეში დაგეგმილი ოპერაციის დროს დააკავეს რამდენიმე მუსლიმი და აშკარად არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. ხელისუფლება კი აღნიშნული საკითხების მიმართ გულგრილია და ხშირად დომინანტი რელიგიური ჯგუფის, მართლმადიდებლების დამცველად გვევლინება. ეს ყოველივე კი, ნოყიერ ნიადაგს ქმნის ქართულ საზოგადოებაში ისლამოფობიური განწყობებისათვის, რაც ქართველი მუსლიმების მიმართ სტერეოტიპული ხედვების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ვიდეო მომზადებულია პროექტ „რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა და რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფების შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს დემოკრატიული კომისიის მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსებით.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი-ის სხვა ვიდეოები
20-21 ივნისის მოვლენების პირველადი სამართლებრივი შ...
20 - 21 ივნისის მოვლენების პირველადი სამართლებრივი...
EMC-ის ფორუმი: გიორგი მაისურაძე - მართლმადიდებლური...
როგორ ჩამოყალიბდა პანკისის ხეობა პოლიტიკურ ეპიცენტ...
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების სამ...
კოალიცია თანასწორობისათვის
კამპანია ►რას მოითხოვ შენ! გუგული ცუცქირიძე
გურო იმნაძე - შეწყალების მექანიზმზე
მსგავსი ვიდეოები
ისლამი და ლიტერატურა
რადიო თავისუფლება
ისლამი და არაბობა
Silk School
ისლამი და ნახევარ მთვარე ვარსკვლავით
ალლაჰის მორჩილი
ისლამი და მუჰამმადი ბიბლიაში
ალლაჰის მორჩილი
ისლამი და საქართველო
მართლმადიდებლური ვიდეოები
ევროპა და ისლამი
რადიო თავისუფლება
გუბაზ სანიკიძე: ისლამი და ლიბერალური ფასეულობები ერთმანეთს ა...
ეროვნული ფორუმი
გერმანიის ქრისტიან ქალს ისლამი და ერთი შვილი
loudy loudy