კითხულობს თამარ ყაველაშვილი: საქართველო! - არ მითხრათ.. - დედა დააჩოქეთ -ემიგრანტის "ობიექტივიდან"#5

10/15/2021

GÜRCÜ DİL MERKEZİ
საქართველო!
გაზაფხულის ბილიკებით შემოვივლი საქართველოს
გადავხედავ არაგვსა და დარიალს,
ავალ ჯვარზე გადმოვხედავ სვეტიცხოველს
და შევხვდები მტრედისფერში განთიადს.

ზარს შემოვკრავ სიონსა და დავით გარეჯს
გელათსა და მოწამეთას მოვივლი,
იქ, რაჭაში ნიკორწმინდის წმინდა ტაძარს
მუხლს მოვიყრი და ისე შემოვივლი.

ჯრუჭს, გორიჯვარს გადავხედავ სიამაყით
ავუყვები იმერეთის ბილიკებს,
კაცხის სვეტსაც შევუდგები კიბეებით
ღმერთო ჩემო რა სამოთხე ვიხილე.
გამხმარ მუხას შემოვაცლი ხავსს და სუროს
გავუწმინდავ ფესვებს წლობით დაკოჟრილს,
ტყვიის კვალსაც ამოვუვსებ მიწის გულით
ნატყვიარზე ისევ ია ამოდის...

ვესტუმრები კახეთს მუდამ ბარაქიანს
დავულოცავ მოგუგუნე ალაზანს,
ალავერდის, იყალთოს და გრემის ტაძრის
როგორ მინდა ეხლა მათი დანახვა.

ვესტუმრები ქალაქს კლდეში გამოკვეთილს
საქართველოს ისტორიას ვარძიას,
ბერის ჩოხით შევუდგები აღმართებს და
ქედს მოვუხრი სულხან-საბას ტანძიას.

დიდგორის ველს დავუტოვებ უქრობ სანთელს
მუხლს მოვიყრი იმ გმირების წინაშე,
ილორსა და ბიჭვინთაში როცა ჩავალ
საქართველოს ძლიერებას ვიწამებ.

საქართველო! ყველა კუთხეს დაგილოცავ
გაუმარჯოს შენს კუნჭულს და კარიბჭეს,
თუ გინდა, რომ საქართველოს შუბლი ნახო!
ყაზბეგშიდაც გერგეთს უნდა ახვიდე.

გაზაფხულის ბილიკებო გევედრები
გამაყოლე ჩემი ქვეყნის ქარავანს,
ლოცვით, ცრემლით თავს დავუხრი
ბოდბესა და ფარავანს...

გამხმარ მუხას წყალს ვაპკურებ
ჩავაწვეთებ ცრემლსაც...
ღვთისმშობელო გამიბრწყინე
საქართველოს ზეცა!!...
2019.19.03 თ. ყაველაშვილი.
=========================

არ მითხრათ რატომ დავიგვიანე
არ გამიხელოთ ძველი დარდები,
და როცა ჩავალ ჩემს იმერეთში
მერე არასდროს დავიკარგები.

ცა-ფირუზს ხმელეთს როცა შევდედავ
აკაკის კალამს სად უწერია,
სადაც ყვირილას ტალღით ხმაურში
საპოვნელასთვის დაუმღერია.

ჩანგურის სიმებს ისევ ჩამოვკრათ
იქ ეკალ-ვარდში ვპოვოთ სულიკო,
და იაშვილის კაკლის ჩეროში
დიდი მუხრანიც იქნებ ვიხილოთ.

იმერულ ეშხში რა დამაბერებს
ან რა დამკარგავს თქვენს შემხედვარეს,
და როცა მოვალ მუზა აშლილი
მად დამელოდეთ... მად შეხვედრამდე
2019 თამილა
===================================

დედა დააჩოქეთ?!!..

ვინ დაგაჩოქა ქართლის დედავ ამ წვიმის თქეშში...
ისევ ქართველმა... სულს რომ ყიდის ოცდაათ ვერცხლზე,
ქართველი დედის მანდილს გინდათ გადაუაროთ?!
მას, ნინოს ჯვარი რომ მიუკრავს გატანჯულ მკერდზე?!...

დედა ატირდა! ცრემლი ერთვის რიონის ტალღებს
კურთხეულ მიწას ვერ დაუთმობს ურჯულო ტომებს,
#სულგაყიდულოქართველებო ნუ იყიდებით
თორემ ეგ დედა ისევ გაზრდის აკვანში ლომებს.

არ იყიდება! ის აკვანი გმირი ბიჭების
აფხაზეთსა და სამაჩაბლოს თავს რომ სწირავდა,
არ იყიდება! დედის ცრემლი ასე იაფად
კაცად გაზრდისთვის მისი ლოცვა შენ რომ გიცავდა.

ნუ ამიტირებთ საქართველოს დაჩეხილ ველებს!
ნუ ამიტირებთ რიონს, მტკვარს და ენგურის ტალღებს!..
ქართველი დედა დააჩოქეთ ურჯულოებთან?!
აზრზე არა ხართ, თქვენ შვილთა შვილს რა ცოდვა ადევს!...
2021. 12.04 თამილა

ვიდეოები „ORHAN BERİDZE ორჰან ბერიძე"-ისგან