|ჰეი, თქვენ არაგველებო...| ლადო ასათიანი. კითხულობს? ორჰან ბერიძე Orhan Beridze

18.10.2016 04:20

ჰეი, თქვენ არაგველებო გაუმაძღარნო ომითა, თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა. შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია?! ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?! შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ, ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა?! სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?! იქნებ, მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა, მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად: თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა, მა ეს ბებერი კრწანისი ასე რამ ააბრდღვიალა?! ჰეი, თქვენ არაგველებო გაუმაძღარნო ომითა, თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა. 1940 წ LADO ASATIANI - KRWANISIS YAYACHOEBI (SAMASI ARAGVELIS XSOVNAS) / ლადო ასათიანი– კრწანისის ყაყაჩოები(სამასი არაგველის ხსოვნას) წყარო : http://memento.ge/leqsebi/805-lado-as... © Memento.Ge

გაზიარება: