ვაჟას პასუხი აკაკის
ვაჟას დაგვიანებული პასუხი აკაკის. ანიმაცია: გიორგი გაგლოშვილი (გაგლო) ხმის დიზაინი: თორნიკე გელაშვილი ლექსს კითხულობს: ეროსი მანჯგალაძე ფონის მუსიკა: No.8 Requiem - Esther Abrami facebook / g.gaglo instagram / giorgi_gaglo თორნიკეს ლინკები: / @chilz42 / 4t2chlz https://soundcloud.com/discover?fbcli... 1913 წელს აკაკი წერეთელმა ჟურნალ „თემში“ გამოაქვეყნა ლექსი: „ვაჟა-ფშაველას!“ ენას გიწუნებ, ფშაველო, მგოსანო მაღალ მთისაო! თუმც კი გვითესავ მარგალიტს!.. მკითხველიც იმას მკისაო! ჯერ არ ვყოფილვარ ფშავეთში, მაგრამ კი ვიცნობ ცნობითა. შენ დამიხატე ის მხარე ფშავურის ჭკუა-გრძნობითა. და რაც არ გადმოგიცია მის მშვენებაზე ენითა. მე თვითონ მივხვდი ყოლიფერს, შენთანვე აღმაფრენითა. ვიცი, რომ ფშავლის სოფელი წმინდაა, მაღალ მთისაო. ენა-მეტყველი სიმართლის, გულ-მკერდი ფოლადისაო. წინათ რომ ხმალი უჭრიდათ, სადღეისოდ სჭრის კალამი. გადაეც ბარის მგოსნისგან მთიულებს ძმური სალამი. ვაჟას მტკივნეულად განუცდია „ენის დაწუნება“ ეწყინა აკაკის ასეთი გამოლაშქრება. განსაკუთრებით მისი იუბილისათვის მზადების პერიოდში. მართლაც ჩაიშალა სამზადისი. ვაჟას დავით კლდიაშვილისთვის შეუჩივლია: „ახირებული ადამიანია ეს ჩვენი აკაკი! „ენას გიწუნებ ფშაველოო“ კაცო, მე ამ ენით მომწონს თავი, თორემ სხვა რა არის ჩემს ლექსებში და პოემებში! თუ ენაც დასაწუნია, მაშ აღარაფერი ყოფილა და ბარემაც ასე სთქვი პირდაპირ და ის იქნება! უცნაური კბენა იცის ხოლმე!“ როგორც ეტყობა „დიდი“ ვაჟა, ქართველ „მგოსანზე“ - აკაკი წერეთელზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებდა: ეკრძალებოდა საქართველოს უგვირგვინო მეფისათვის სიტყვის შემობრუნება, შიშობდა, მკრეხელობაში არ ჩამოერთვათ, უაზრო კინკლაობაში, რაც მოყვარეს გულს მოუკლავდა მტერს კი გაახარებდა, არადა უპასუხოდ დატოვება არ შეეძლო და ბოლოს მაინც უპასუხა... წყარო: (genia.ge) #ვაჟა #აკაკი #პოეზია #ლიტერატურა
მსგავსი ვიდეოები
ვაჟას დაგვიანებული პასუხი აკაკის
გაგლო • Gaglo
ვაჟა-ფშაველას პასუხი აკაკის by shemoqmedeba.ge
shemoqmedeba ge
ვაჟა-ფშაველა - 4 ანიმაცია
გაგლო • Gaglo
უცნაური კვერცხი - ანიმაცია
გაგლო • Gaglo
კვერცხები - Eggs
გაგლო • Gaglo
ვხატავ ალუდა ქეთელაურს
გაგლო • Gaglo
ვაჟა-ფშაველა და კულა გლდანელი, აკაკის ლექსი ვაჟას და ღირსეულ...
Georgian Documentaries
ვაჟა ფშაველა დაგვიანებული პასუხი აკაკის
Juli Lomidze