ვაჟას დაგვიანებული პასუხი აკაკის
ვაჟას დაგვიანებული პასუხი აკაკის. ანიმაციის ავტორი: გიორგი გაგლოშვილი (გაგლო) ლექსს კითხულობს: ეროსი მანჯგალაძე ფონის მუსიკა: ჰამლეტ გონაშვილი_ოროველა !!! სამწუხაროდ ამ ვიდეოს ჩემი შეცდომის გამო გაეთიშა ხმა !!! ხმიანი ანიმაციის ლინკი: • ვაჟას პასუხი აკაკის ❤ 😊 მეტი ანიმაციისთვის / g.gaglo 1913 წელს აკაკი წერეთელმა ჟურნალ „თემში“ გამოაქვეყნა ლექსი: „ვაჟა-ფშაველას!“ ენას გიწუნებ, ფშაველო, მგოსანო მაღალ მთისაო! თუმც კი გვითესავ მარგალიტს!.. მკითხველიც იმას მკისაო! ჯერ არ ვყოფილვარ ფშავეთში, მაგრამ კი ვიცნობ ცნობითა. შენ დამიხატე ის მხარე ფშავურის ჭკუა-გრძნობითა. და რაც არ გადმოგიცია მის მშვენებაზე ენითა. მე თვითონ მივხვდი ყოლიფერს, შენთანვე აღმაფრენითა. ვიცი, რომ ფშავლის სოფელი წმინდაა, მაღალ მთისაო. ენა-მეტყველი სიმართლის, გულ-მკერდი ფოლადისაო. წინათ რომ ხმალი უჭრიდათ, სადღეისოდ სჭრის კალამი. გადაეც ბარის მგოსნისგან მთიულებს ძმური სალამი. ვაჟას მტკივნეულად განუცდია „ენის დაწუნება“ ეწყინა აკაკის ასეთი გამოლაშქრება. განსაკუთრებით მისი იუბილისათვის მზადების პერიოდში. მართლაც ჩაიშალა სამზადისი. ვაჟას დავით კლდიაშვილისთვის შეუჩივლია: „ახირებული ადამიანია ეს ჩვენი აკაკი! „ენას გიწუნებ ფშაველოო“ კაცო, მე ამ ენით მომწონს თავი, თორემ სხვა რა არის ჩემს ლექსებში და პოემებში! თუ ენაც დასაწუნია, მაშ აღარაფერი ყოფილა და ბარემაც ასე სთქვი პირდაპირ და ის იქნება! უცნაური კბენა იცის ხოლმე!“ როგორც ეტყობა „დიდი“ ვაჟა, ქართველ „მგოსანზე“ - აკაკი წერეთელზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებდა: ეკრძალებოდა საქართველოს უგვირგვინო მეფისათვის სიტყვის შემობრუნება, შიშობდა, მკრეხელობაში არ ჩამოერთვათ, უაზრო კინკლაობაში, რაც მოყვარეს გულს მოუკლავდა მტერს კი გაახარებდა, არადა უპასუხოდ დატოვება არ შეეძლო და ბოლოს მაინც უპასუხა... წყარო: (genia.ge)
მსგავსი ვიდეოები
ვაჟას პასუხი აკაკის
გაგლო • Gaglo
ვაჟა-ფშაველა - 4 ანიმაცია
გაგლო • Gaglo
ვაჟა-ფშაველას პასუხი აკაკის by shemoqmedeba.ge
shemoqmedeba ge
ვაჟა ფშაველა დაგვიანებული პასუხი აკაკის
Juli Lomidze
#38 ვაჟა-ფშაველა - დაგვიანებული პასუხი აკაკის. კითხულობს "რო...
ციფრული პოეზია
გამა გვიანი - ბეჯითი ჯალაღონია
KolkhiTV
ექიმების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაჟას-ფშაველას მუზეუმის რეაბილიტაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster