სტუდია „მემატიანე“ დაფინანსებას ითხოვს


ქართული დოკუმენტური კინო მემკვიდრეობა საფრთხეშია.

კინოსტუდია „მემატიანეს“ ხელმძღვანელობა ეროვნული კინოცენტრის დირექტორს უპირისპირდება. უთანხმოების მიზეზი კინოსტუდიის საცავში დაცული 30 000-მდე კინოფირია, რომელთა ციფრულ მატარებლებზე გადატანა და კომერციალიზაციაში ჩართვა უსახსრობის გამო ვერ ხერხდება. „მემატიანე“ ამტკიცებს, რომ 2017 წელს გამოყოფილი ნახევარ მილიონამდე ლარი ისტორიული ფირების შესასწავლადაც კი არ იყო საკმარისი. 

ვისი პასუხისმგებლობაა ქართული დოკუმენტური კინო მემკვიდრეობის გადარჩენა. სტუდია „მემატიანეს“ დირექტორი ფინანსურ პრობლემებთან ერთად ფირსაცავში ტემპერატურული ბალანსის დაუცველობის პრობლემაზეც საუბრობს. ეროვნული კინოცენტრი პასუხისმგებლობას იხსნის, კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ კი განმარტავენ, რომ სწორედ ფირსაცავში არსებული მდგომარეობის გამო ფირების დაცვის მიმართულებით „ქართულმა ფილმმა“ სერტიფიკატი ორჯერ აიღო. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან