სროლა მთიან ყარაბაღში


აზერბაიჯანული და სომხური მედია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტურ ზონაში სროლის შესახებ იუწყებიან. სომხური მედია წერს, რომ „აზერბაიჯანელი დივერსანტები პოლიციის საპასპორტო-სავიზო სამმართველოს თანამშრომლებს დაესხნენ თავს. დაიღუპა სამი ადამიანი. არიან დაშავებულებიც“. მათივე ცნობით, თავდასხმა დღეს დილით მოხდა. თავის მხრივ, აზერბაიჯანული მედია იტყობინება, რომ „ყარაბაღში პროვოკაცია სომხურმა მხარემ მოაწყო“. მათივე ინფორმაციით, „აზერბაიჯანულმა ძალებმა გაანადგურეს დივერსანტები, რომლებიც ლაჩინის გზის გვერდის ავლით, ყარაბაღში იარაღის და საბრძოლო მასალის შეტანას ცდილობდნენ“. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, როდესაც აზერბაიჯანის ძალები შეეცადნენ ავტომობილის გაჩერებას, რომელსაც სომხური სანომრე ნიშნები ჰქონდა, მათ მანქანიდან ცეცხლი გაუხსნეს, რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა. აზერბაიჯანული მხარე იუწყება, რომ დაღუპულები და დაშავებულები მათ მხარეზეც არიან, თუმცა რაოდენობა ამ ეტაპზე არ სახელდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან