ტროპიკული შტორმი კალიფორნიაში

21.08.2023 03:10

კალიფორნიის შტატში ბოლო 84 წლის განმავლობაში პირველად, ტროპიკულ შტორმ „ჰილარის“ ებრძვიან. შტორმს თან ერთვის წყალდიდობები, მეწყერი და ძლიერი ქარი. ვითარებას ართულებს მიწისძვრაც, კალიფორნიაში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა. დატბორილია დასახლებები, 10-ათასობით მოქალაქე კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ჯო ბაიდენის განკარგულებით, შესაბამისი სამსახურები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. შტატის გუბერნატორმა კი საგანგებო მდგომარეობა 11 ოლქში გამოაცხადა. ამერიკის მეტეოროლოგიური სამსახური მოქალაქეებს ლოს ანჯელესის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მთიან რეგიონებში მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ აფრთხილებს. შტორმის გამო ლოს ანჯელესში ყველა სკოლა დახურეს. კალიფორნიის გარდა, ტროპიკული შტორმი ემუქრება ნევადას, ორეგონსა და აიდაჰოს შტატებსაც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

კალიფორნიაში ტროპიკულ შტორმს ელოდებიან
04:17

კალიფორნიაში ტროპიკულ შტორმს ელოდებიან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ტროპიკული შტორმი აშშ-ში
02:43

ტროპიკული შტორმი აშშ-ში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ტროპიკული შტორმი ჩინეთში
00:29

ტროპიკული შტორმი ჩინეთში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აშშ-ში ტროპიკული შტორმი მძვინვარებს
02:46

აშშ-ში ტროპიკული შტორმი მძვინვარებს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სინქრონიზაცია იზრდება! გლობალურმა კატაკლიზმებმა მოიცვა პლანეტა.
14:28

სინქრონიზაცია იზრდება! გლობალურმა კატაკლიზმებმა მოიცვა პლანე...

შემოქმედებითი საზოგადოება საქართველო

იაპონიაში ტროპიკული შტორმის გამო ერთი ადამიანი დაიღუპა და 49 დაშავდა
00:53

იაპონიაში ტროპიკული შტორმის გამო ერთი ადამიანი დაიღუპა და 49...

Maestro Television

ფილიპინებიში, ძლიერი ტროპიკული შტორმით გამოწვეულ წყალდიდობასა  ათობით ადამიანი ემსხვერპლა
00:32

ფილიპინებიში, ძლიერი ტროპიკული შტორმით გამოწვეულ წყალდიდობას...

Rioni.TV

ავღანეთის მიწისძვრა vs. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავება
13:33

ავღანეთის მიწისძვრა vs. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავ...

შემოქმედებითი საზოგადოება საქართველო

ყველა ვიდეო