დიალოგი ევროკავშირის მედიაციით - მხარეთა პოზიციები
03/29/2021
კრისტიან დანიელსონის ვიზიტი სამდღიანია. შესაბამისად, ხვალ უნდა გაირკვეს, მედიაციის მეორე მცდელობა შედეგით დასრულდება, თუ ისევ შეთანხმების გარეშე და მოუწევს თუ არა შვედ დიპლომატს, წინა რაუნდის მსგავსად, მისიის გახანგრძლივება. დღევანდელი ინდივიდუალური შეხვედრების შემდეგ სწორედ ხვალ დაჯდება ორივე მხარე მოლაპარაკებათა მაგიდასთან ერთად. უთანხმოების ორ მთავარ საკითხზე - ვადამდელ არჩევნებსა და მელიასა და რურუას საქმეებზე მხარეთა პოზიციები ურყევია. პრემიერი ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავს. ამ ფონზე მმართველ გუნდს და ოპოზიციას კრიზისის მოგვარების საკუთარ ხედვებს სთავაზობს მედიატორი. დღის განმავლობაში „ქართულ ოცნებასთან“ გამართული ორივე შეხვედრის შემდეგ მმართველ პარტიაში პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაინიშნა. როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს მედიაციის მეორე რაუნდი, სახელისუფლებო გუნდი უახლოეს დღეებში მოლაპარაკების ყველა დეტალის და საკუთარი წინადადებების გასაჯაროებას აპირებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.