ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი „რაბათი“
30 მაისს, კულტურის სამინისტროში მოეწყო პრესკონფერენცია ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით, რომელიც 10, 11 და 12 ივნისს ახალციხეში, რაბათის ტერიტორიაზე გაიმართება. პრესკონფერენციას უძღვებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონული პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი ანა რაბოშენკო, ხალიჩების ფესტივალის დირექტორი ნინო ყიფშიძე, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ირინა კოშორიძე და მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის დირექტორი ლეილა ალიევა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი „რაბათი“, ახალციხეში, რაბათის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე ოფიციალურად 11 ივნისს, 15:00 საათზე გაიხსნება. წელს, ფესტივალი საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმისა და აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით, პროექტის „Check In Georgia” ფარგლებში იმართება. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი ”რაბათი”
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი ”რაბათი”
culturegovge culturegovge
ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი "რაბათი"
culturegovge culturegovge
ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი-ირინა კოშორიძე, ნინო კოვზია...
TV religia
ახალციხეში ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
მეცხრე არხი ახალციხე
ხალიჩების საერთაშორისო გამოფენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაჟა გაფრინდაშვილი ისევ ტყვეობაშია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გლობალური მართვის ექვსი პრიორიტეტი
tristan aslanishvili