ვადამდელი არჩევნებისთვის მზადება ენმ-ში

14.11.2022 06:16

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაანონსებულ შიდა არჩევნებზე დღეს პირველად ხდება ცნობილი პარტიის დამფუძნებლის პოზიცია. გიული ალასანიას მონაყოლზე დაყრდნობით ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავმჯდომარის ხელახლა არჩევას დროულად არ მიიჩნევს. ექს-პრეზიდენტი, რომელიც პარტიაში მიმდინარე პროცესებისგან ბოლო პერიოდში დისტანცირებულია და შიდა პოლიტიკურ საკითხებზე განცხადებებს აღარ ავრცელებს, როგორც ჩანს, მელიას წასვლის მომხრე თანაგუნდელების ბრიფინგის ადგილმაც გააღიზიანა. ირაკლი ნადირაძემ და რაიონული ორგანიზაციის ლიდერებმა წინა კვირას მოქმედ თავმჯდომარეს გადადგომისკენ და ვადამდელი შიდა არჩევნების ჩატარებისკენ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკიდან მოუწოდეს. ორ ბანაკად გაყოფილ პარტიაში ვადამდელი არჩევნების იდეა არც პოლიტსაბჭოს თავჯდომარე ნიკა ნაყოფიას მოსწონს, რომელიც მელიას მხარდაჭერას უცხადებს. არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა ამ ეტაპზე უცვლელია. ნიკა მელიას გარდა საარჩევნო მარათონში ჩართვის სურვილი ჯერ მხოლოდ გიორგი ჩალაძეს და გიორგი მუმლაძეს აქვთ გამოთქმული.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მზადება კატალონიის ვადამდელი რეგიონული არჩევნებისთვის
06:33

მზადება კატალონიის ვადამდელი რეგიონული არჩევნებისთვის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრემიერის განცხადება და ოპოზიციის გამოხმაურება
07:39

პრემიერის განცხადება და ოპოზიციის გამოხმაურება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

თვითმმართველობის არჩევნები თუ მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის - „აქტუალური შაბათი“
05:23

თვითმმართველობის არჩევნები თუ მზადება საპარლამენტო არჩევნები...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უთანხმოება და არჩევნებისთვის მზადება „ნაციონალურ მოძრაობაში““
06:18

უთანხმოება და არჩევნებისთვის მზადება „ნაციონალურ მოძრაობაში“...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პარლამენტი  დაითხოვა
02:34

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პარლამენტი  დაითხოვა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მსჯავრდებული სააკაშვილის პოლიტიკური გეგმები
07:17

მსჯავრდებული სააკაშვილის პოლიტიკური გეგმები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ანულირებული დოკუმენტი - პოლიტიკური შეფასებები
06:54

ანულირებული დოკუმენტი - პოლიტიკური შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აზერბაიჯანის პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება
04:07

აზერბაიჯანის პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო