პრემიერის განცხადება და ოპოზიციის გამოხმაურება

10.09.2021 07:39

მზადება არჩევნებისთვის თუ რეფერენდუმისთვის -კითხვა, რომელიც პოლიტიკოსების განცხადებების ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება. ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები ხელისუფლების ცვლილების ინსტრუმენტად განიხილება. შარლ მიშელის შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლის მიუხედავად, ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ 43%-ზე ნაკლები ხმის მიღების შემთხვევაში მმართველ გუნდს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოუწევს. გამონაკლისი ალეკო ელისაშვილის პარტიაა, რომელიც ვადამდელი არჩევნების პერსპექტივას ვერ ხედავს. 2024 წლამდე საქართველოში არჩევნები არ ჩატარდება - თავის მხრივ, ასეთია „ქართული ოცნების“ გზავნილი, რომელიც ოპოზიციამ ამჯერად პრემიერისგან მოისმინა.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: