ახალი რეგულაციები ჯანდაცვის სისტემაში
კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემის, „დიარჯის“ ორთვიანი სატესტო პერიოდი დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე მიმდინარე თვიდან, დარღვევების შემთხვევაში, კლინიკების დაჯარიმება დაიწყება. შეგახსენებთ, რომ სისტემა გასული წლის ნოემბრიდან ამოქმედდა. მისი მთავარი პრინციპია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მკურნალობის ტარიფი პაციენტის დიაგნოზისა და სხვა რამდენიმე ფაქტორზე დაფუძნებით, ყველა კლინიკისთვის თანაბრად განსაზღვროს. ამასთან, კლინიკებს პაციენტისთვის დამატებითი მომსახურებისთვის თანხის მოთხოვნა აეკრძალათ. ჯანდაცვის სამინისტრომ სისტემის სატესტო პერიოდად ორი თვე აიღო, რომლის განმავლობაშიც, პროგრამის ხარვეზები უნდა გაანალიზებულიყო. შესაბამისად, ამ ორი თვის განმავლობაში, სამედიცინო დაწესებულებები, დარღვევების შემთხვევაში არ ჯარიმდებოდნენ. „დიარჯის“ ამოქმედების პირველივე დღეებში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ექიმების ნაწილმა „საყოველთაო ჯანდაცვის“ ფარგლებში ოპერაციების ჩატარებაზე უარი თქვა. მათი თქმით, დაწესებული ტარიფები რთული ქირურგიული ჩარევების ხარჯებს ვერ ფარავს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური „მოამბესთან“საუბარში განმარტავს, ამ საკითხებზე ექიმებთან და კლინიკების ასოციაციებთან არაერთი შეხვედრა გაიმართა და მათი არგუმენტების ნაწილის გათვალისწინებით, პროგრამაში გარკვეული კორექტივები დაიგეგმა, თუმცა, ღუდუშაურის თქმით, მასშტაბური ცვლილებები არ იქნება, რადგან „დიარჯის“ სისტემამ საერთო ჯამში გაამართლა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ახალი რეგულაციები ჯანდაცვის სისტემაში
TV IMEDI
სექტემბრიდან ჯანდაცვის სისტემაში ცვლილებები შედის
TV IMEDI
კორონავირუსით ინფიცირების 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
2 კვირაში გამოვლინდება, გამოიწვია თუ არა რეგულაციების შერბილ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
რეგულაციების მოხსნის მორიგი ეტაპი - ირაკლი კობახიძე "დღის ქრ...
TV IMEDI
"საქართველო - სამი ზღვის ინიციატივის" ინტერვიუ ზურაბ გურულთა...
საერთაშორისო საზღვაო ფორუმი
Giorgi Kvirikashvili
ქრონიკა 17:00 საათზე - 3 იანვარი, 2023 წელი
TV IMEDI