28 წელი სამოქალაქო ომიდან
28 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო. 15 დღის განმავლობაში მიმდინარე შეტაკებების შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, 113 ადამიანი დაიღუპა. შეიარაღებული დაპირისპირება 1991 წლის 22 დეკემბერს დილის 8-ის ნახევარზე დაიწყო. მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ ეს იყო კრემლიდან ინსპირირებული შეიარაღებული პუტჩი, რასაც შედეგად კანონიერი ხელისუფლების დამხობა მოჰყვა. ვითარება დაიძაბა პრემიერ-მინისტრის თენგიზ სიგუას გადადგომისა და პრეზიდენტის მიერ ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობის გაუქმების შემდეგ. გვარდიის დიდი ნაწილი, დაახლოებით 15 ათასი კაცი, თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით, ჯერ რკონის ხეობაში, შემდეგ კი თბილისის ზღვის მახლობლად დაბანაკდა. ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მოლაპარაკება სცადა, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ოპოზიცია ზვიად გამსახურდიასგან ჯერ თბილისის დატოვებას და ბათუმში წასვლას, შემდეგ კი გადადგომას ითხოვდა. მთავრობის სასახლის დატოვებამდე, პოზიცია არც პრეზიდენტს შეუცვლია. დაპირისპირებულმა მხარეებმა პოზიციების შეჯერება ვერც მოგვიანებით შეძლეს. მაშინდელი ოპოზიციის მტკიცებით, 1991 წლის 22 დეკემბერს დაწყებული მოვლენები იყო აჯანყება და ხალხის მიერ წარმოებული ომი, რასაც ექსპერტების და პოლიტიკოსების დიდი ნაწილი არ ეთანხმება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ისტორიის სისხლიანი ფურცელი: 28 წელი სამხედრო პუტჩიდან
ამერიკის ხმა
დათო ბოლქვაძე - ჟურნალისტი ომში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამოქალაქო აქტივიზმი და 2 წელი 20 ივნისის საპროტესო აქციიდან...
TV Formula
ქეთევან ციხელაშვილმა 2018 წელი ერგნეთში შეაჯამა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის ერთი წელი - „მოამბე“ კიევიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსოფლიო პოლიტიკა 2022 - რით იყო გამორჩეული 2022 წელი მსოფლი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯეიმს აპატურაის ვიზიტი საქართველოში (ინტერვიუ) 28 05 2019
სამოქალაქო საზოგადოება XXI
დათო ბოლქვაძის გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster