ოლეგ არშბას შტაბს ცეცხლი გაუხსნეს

21.08.2019 00:26

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ოლეგ არშბას შტაბს ცეცხლი გაუხსნეს. როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, ინციდენტის დროს გუდაუთის რაიონში მდებარე შტაბში არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად, დაშავებულები არ არიან. როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამბობენ, მომხდარის გამოძიება გრძელდება. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს გაიმართება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: