მიხეილ თოდუას სასამართლო პროცესი
სასამართლომ მუსიკოს მიხეილ თოდუას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მუსიკოსი შინაპატიმრობაში დატოვა. ამასთან, სასამართლომ დააკმაყოფილა პრობაციის სამსახურის მეორე შუამდგომლობა შინაპატიმრობის საათების გაზრდასთან დაკავშირებით. მუსიკოსს შინაპატიმრობის პერიოდი ორი საათით გაეზარდა და მას 19:00-დან დილის 08:00 საათამდე მოუწევს შინ ყოფნა. პრობაციის სამსახური აცხადებდა, რომ მუსიკოსს შინაპატიმრობის წესების დარღვევა არასაპატიოდ ჩაეთვალა. თოდუას ადვოკატის თქმით კი, მუსიკოსი ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთ ღონისძიებაზე იმყოფებოდა, პრობაციის სამსახურს წინასწარ აფრთხილებდა და საათების გადაცილება საპატიოდ ეთვლებოდა. მიხეილ თოდუას 2013 წელს ცხრა წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისა და მოხმარებისთვის. ის თითქმის ექვსი წელი იხდიდა სასჯელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, 2019 წლის ოქტომბერში კი საპატიმრო სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მიხეილ თოდუას საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხეილ კალანდიას ადვოკატის სარჩელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხეილ კალანდიას საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
PKTV. თავისუფლება სინდისის პატიმარ ირაკლი დოკვაძეს! 'საქართვ...
PK TV2
მიხეილ კალანდიას ადვოკატის სარჩელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასამართლომ მუსიკოსი ციხეში არ დააბრუნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხეილ კალანდიას საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster