ეკონომიკური საბჭოს სხდომა
2024 წელს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირება ისევ გაგრძელდება - საუბარია მონაცემთა ერთიან ბაზაში 150 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებზე. ამის შესახებ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განაცხადეს. შეხვედრაზე მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტები განიხილეს. საბჭოს სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის ხელმძღვანელობით გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე იმსჯელეს. განიხილეს ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები. ასევე ისაუბრეს ციტრუსის ექსპორტის საკითხზეც. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი სამი თეთრით შემცირდა, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სუბსიდია ძალაში რჩება. მინისტრის თქმით, 2024 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სარეიტინგო ქულების მიხედვით, მოხმარებული ელექტროენერგია 12,5 თეთრამდე დაუფინანსდებათ. შეღავათით 250 000-მდე ოჯახი ისარგებლებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ეკონომიკური საბჭოს სხდომა
TV IMEDI
ეკონომიკური საბჭოს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეკონომიკური საბჭოს სხდომა
TV IMEDI
ეკონომიკური საბჭოს სხდომა
Giorgi Kvirikashvili
ეკონომიკური საბჭოს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეკონომიკური საბჭოს სხდომა
Irakli Gharibashvili
ეკონომიკური საბჭოს სხდომა
Irakli Gharibashvili
ეკონომიკური საბჭოს სხდომა
Giorgi Kvirikashvili