ცესკო-ს განმარტება

26.11.2018 01:19

ცენტრალური საარჩევნო კომისია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ერთ-ერთ სტამბაში ზედმეტი საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდა. ცესკო-ს საფინანსო დეპარტამენტის უფროსი ოთარ ბუსკივაძე განმარტავს, რომ ბეჭდვის პროცესს ზოგჯერ ახლავს წუნდადებული პროდუქცია და ასეთ დროს სტამბის მიერ დაწუნებული ბიულეტენები ცალკე გროვდება და ცესკო-ს წარმომადგენლებთან ერთად ნადგურდება. ცესკო-ს განცხადებით, შპს „კარტოგრაფში“ დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირის შესვლა, რაც მათივე თქმით, გარკვეულწილად ხარვეზად შეიძლება ჩაითვალოს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: