ამომრჩეველთა ერთიანი სია
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩეველთა რაოდენობამ 3 მილიონ 528 ათას 658 შედგინა, რაც ჯამში 9 781 ამომრჩევლით მეტია პირველ ტურში არსებულ რაოდენობასთან შედარებით. ცენტრალურ საარჩევნო კომისიის განმარტებით, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებული 28 ოქტომბრის პირველი ტურის არჩევნებისთვის, ან ვერ გაიარეს რეგისტრაცია დადგენილ ვადაში და ასევე პირები, რომლებსაც 28 ოქტომბრის შემდეგ შეუსრულდათ 18 წელი. ცესკოს ინფორმაციით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, არჩევნების მეორე ტურისთვის დაახლოებით სამი მილიონ 561 ათას 983 მოქალაქის მონაცემი გადასცა, თუმცა მას შემდეგ, რაც კომისიამ კანონის შესაბამისი კრიტერიუმებით დაამუშავა მონაცემები, სააგენტოს მიერ გადაცემულ რაოდენობას დაახლოებით 33 000 მოქალაქის მონაცემი გამოაკლდა. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, ისინი არიან ძირითადად ის ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, სადაც არ იხსნება საარჩევნო უბნები, ან არ აქვთ რეგისტრაცია გავლილი და ასევე, სასჯელს იხდიან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის გადაგზავნილ მონაცემებთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელიც. სოსო გიორგაძემ ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებთან დაკავშირებითაც. მისი ინფორმაციით, ის ორშაბათს გეგმავს შეხევდეს მესამე სექტორის წარმომადგენლებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ამომრჩეველთა ერთიანი სია
არჩევნები 2016
"ამომრჩეველთა ერთიანი სია" 20- 09- 2016
TV4. ge
ამომრჩეველთა ერთიანი სია ვერ გახდება ხელოვნური მანიპულაციები...
ცენტრალური საარჩევნო კომისია-Cec of Georgia
ცესკომ ამომრჩეველთა ერთიანი სია განაახლა
TV 25
ცესკომ ამომრჩეველთა ერთიანი სია გამოაქვეყნა
TV IMEDI
ახალი 6 | ამომრჩეველთა ერთიანი სია | 01.08.12
GeoArchive
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბრიფინგი 25.09.21
ამომრჩეველთა სია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster