ბიძინა ივანიშვილის დავა „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ
იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ ბიძინა ივანიშვილის „კრედიტ სუისთან“ დავის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მორიგ ჯერზე მიიღეს უარი „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის ქმედებებთან დაკავშირებით სტატიის საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებაზე. ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველები კვლავ საუბრობენ „კრედიტ სუისისგან“ საქართველოს ყოფილი პრემიერის დაუფარავ შანტაჟზე. იურიდიული კომპანიის წარმომადგენლები საკუთარ განცხადებას თან ურთავენ წერილს, რომლის გამოქვეყნებაც საერთაშორისო გამოცემებში სურდათ და რომლის მთავარი კითხვაც ასეთია: ვის დავალებას ასრულებს „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი, როდესაც დაუფარავად აშანტაჟებს ბიძინა ივანიშვილს და მიზანმიმართულად ანგრევს საკუთარი ბანკისა და შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯს? ივანიშვილის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საუბარი არ არის უნებლიე შეცდომებსა და გადაცდომებზე არამედ საუბარია შეგნებულ, განზრახ მოქმედებებზე. სწორედ ამიტომ მათი მხრიდან ისმის კითხვა - „ვინ არის ის ძალა, ვინც ბანკის მენეჯმენტს ბატონი ივანიშვილის შანტაჟი დაუკვეთა? ვინ არის ის ძალა, რომელმაც ევროპარლამენტს ორჯერ მიაღებინა რეზოლუცია ბატონი ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით და ორივე ჯერზე არ მისცა მისი ბოლომდე რეალიზების, აღსრულების საშუალება, რაც აჩვენებს, რომ მიზანი შანტაჟი იყო და არა რეალური სანქცირება? - ნათქვამია განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სამართლებრივი დავა „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ
TV IMEDI
ბიძინა ივანიშვილის დავა Credit Suisse-სთან
TV IMEDI
იურიდიული კომპანია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იც...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი დავა Credit Suisse-თან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი დაუფარავად აშანტაჟებს ივანიშვილ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
პოლიტიკური შანტაჟის მცდელობა
TV IMEDI
შვეიცრაიულ ბანკსა და ბიძინა ივანიშვილს შორის მიმდინარე სამარ...
TV IMEDI
ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი დავა "კრედიტ სუისთან"
TV IMEDI