ლიმონის ნამცხვარი უგემრიელესი რეცეპტი - Limonis Namcxvari
ამ ვიდეოში გიჩვენებთ, როგორ შეიძლება სახლის პირობებში გემრიელი, მაგრამ მარტივი ნამცხვარი გამოვაცხოთ. გამოგვიწერეთ: ► https://bit.ly/2JUI0nv დააგემოვნეთ უგემრიელესი ლიმონი და ნიგოზის ნამცხვარი. ეს დესერტი ძალიან მარტივია მოსამზადებლად. სულ რაღაც 1 საათში შეგიძლიათ სტუმრებს გემრიელად გაუმასპინძლდეთ. აგრეთვე ვნახავთ როგორ გავაკეთოთ გემრიელი შოკოლადის განაში, რაც უფრო გემრიელს ხდის ამ ნამცხვარს. სოფის კულინარიუმი არის შექმნილი იმისთვის, რომ ახალ ახალი რეცეპტები გაგიზიაროთ. თუ მოგეწონათ ვიდეო გთხოვთ გააზიაროთ, მოიწონოთ და იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ ახალი ვიდეოები, გამოიწეროთ არხი. #ნამცხვარი #ლიმონისნამცხვარი#სოფისკულინარიუმი ინგრედიენტები: - 2 ც. ლიმონის ცედრა - 3 ც. კვერცხი - 110 გრ. შაქარი - 50 გრ. ფქვილი - 70 გრ. ნიგოზი - მწიკვი მარილი - 60 გრ. შაქრის პუდრა - 110 გრ. კარაქი შოკოლადის განაში - 120 გრ. შოკოლადი - 120 გრ. ნაღები მომზადების წესი 3 ცალი კვერცხის ცილას დავუმატოთ მწიკვი მარილი, გავაკეთოთ ბეზე და ნელნელა დავუმატოთ 80 გრ. შაქარი. ოთახის ტემპერატურის კარაქს მოვაყაროთ 30 გრ. შაქარი და კარგად გავთქვიფოთ. მოვახეხოთ 1 ცალი ლიმონის ცედრა და დავამატოთ 50 გრ. ფქვილი, მწიკვი მარილი და 70 გრ. დაფქვილი ნიგოზი, კარგად ავურიოთ, მიღებულ მასას ნელნელა დავუმატოთ ბეზე და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 15 წუთი. 3 ცალი კვერცხის გულს დავუმატოთ შაქრის პუდრა, 1 ცალი ლიმონის ცედრა და კარგად ავურიოთ. მიღებული მასა მოვასხათ ზემოდან გაგრილებულ ბისკვიტს და ისევ გამოვაცხოთ 180 გრდუსზე 10 - 12 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ მოვამზადოთ შოკოლადის განაში. 120 გრ. შოკოლადს მოვასხათ 120 გრ. ადუღებული ნაღები. გავაჩეროთ რამდენიმე წუთი, შემდეგ ვურიოთ სანამ შოკოლადი არ გალღვება. განაში მოვასხათ გაგრილებულ ბისკვიტს და შევდგათ მაცივარში 1 - 2 საათის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით
სოფის კულინარიუმი - Sofis Culinary-ის სხვა ვიდეოები
აჭარული ხაჭაპური / аджарские хачапури рецепты / ac...
როგორ გავაკეთოთ ხილის სმუზი / ატამის და ბანანის იო...
ბანანის ჩიზქეიქი / Banana Cheesecake
ხახვის რგოლები - მარტივი რეცეპტი / უგემრიელესი მენ...
სასწაული ვაშლის ნამცხვარი - Apple Pie
04:21
ჩიფსი - მომზადების 2 მარტივი რეცეპტი / Chipsi
10:09
ხილის ტორტი - უგემრიელესი რეცეპტი / Fruit Cake Rec...
02:21
პიცა პეპერონი - მარტივი და იაფი რეცეპტი / Pizza Pe...
მსგავსი ვიდეოები
მარტივად მოსამზადებელი უგემრიელესი პასკა 🐇🍞 Easy to prepar...
Apolines cuisine
ოპიუმი - Opiumi, უგემრიელესი ნამცხვარი რომლის რეცეპტიც გასაი...
Apolines cuisine
ტირამისუ,Tiramisu,тирамису,უგემრიელესი და უნაზესი იტალიური დ...
CHEF GIGA BAKES
მარტივი და უგემრიელესი ორცხობილა "ტრიუფელი"
Rezo Vids
ჩიზქეიქი ბეზეთი - Chizqeiqi Bezeti
Apolines cuisine
ალუბლის პეროგი 🍒 Cherry Pie, Вишневый пирог
Apolines cuisine
ნამცხვარი მელოდია 🍏 ბეზეთი და ვაშლით, Cake 'Melody' w/ Me...
Apolines cuisine
მარწყვის ტორტი, No-Bake Strawberry Cheesecake.მარწყვის ჩიზქე...
CHEF GIGA BACKES