13 წლის ბიჭის ზარი 112-ში

03.06.2017 01:32

13 წლის გიორგი გოზალიშვილი მოხუც ქალბატონს დაეხმარა. გიორგი გოზალიშვილმა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა. გიორგიმ „112“-ში დარეკა და ოპერატორს დაკარგული ქალბატონის შესახებ საჭირო ინფორმაცია მიაწოდა. ბიჭმა უცნობი ქალბატონი პოლიციის ეკიპაჟის მისვლამდე არ მიატოვა.

გიორგი გოზალიშვილი 1 ივნისს პროექტ "112-ის გმირის" ფარგლებში იმ ბავშვებთან ერთად დააჯილდოვეს, რომლებმაც 112-ის საშუალებით სხვების დახმარება შეძლეს.

"არის რაღაც, რაც ბევრად მნიშვნელოვანია , მაგრამ არასკანდალური... ბავშვთა დაცვის დღეს ის გმირი პატარები დავაჯილდოვეთ, რომლებმაც სხვები დაიცვეს. მათ შორის 13 წლის გიორგი გოზალიშვილია . ის უკვე სრულფასოვანი მოქალაქეა და საიმედო, კეთილშობილი პატარა ადამიანი." - წერს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაია.

შსს გიორგი გოზალიშვილის 112-ში ზარსაც ავრცელებს. 4 მოზარდს, რომლებმაც ყველაზე მძიმე და გადამწყვეტ წუთებში გონიერება გამოიჩინეს და სხვა ადამიანების გადასარჩენად, გადაუდებელი დახმარების ნომერზე დროულად დარეკეს „112-ის გმირის“ წოდება მიენიჭა, 16 მათგანს კი მადლობის სიგელი გადაეცა.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ–გვერდს : http://inforustavi.ge/
შემოგვიერთდით Facebook გვერდზე:   / inforustavi  
გამოგვყევით Twitter-ზე:   / inforustavi  
გამოიწერეთ ჩვენი Instagram-ი:   / info.rustavi  

For more information visit us on : http://inforustavi.ge/
Facebook :   / inforustavi  
Twitter:   / inforustavi  
Instagram:   / info.rustavi

გაზიარება:
Mankanebi

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო