უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის უკან კორპუსების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

09.02.2019 00:27

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის უკან, მიხეილ შავიშვილის ქუჩის მიმდებარედ მცხოვრებმა მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები კომპანია „ემ კვადრატის“ მიერ, მათი საცხოვრისის წინ არსებულ სარეკრეაციო ზონაში, კორპუსების დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებენ. მოსახლეობა აცხადებს, რომ კორპუსის ჩადგმის შემთხვევაში, ტერიტორიაზე მწვანე ნარგავები განადგურდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: