საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლები თვითმმართველობის არჩევნებზე


არჩევნების მეორე ტურის წინ მაღალია საერთაშორისო ინტერესი.

საარჩევნო პროცესს დილიდან აკვირდებიან ეუთო/ოდირის დამკვირვებლები და ევროპარლამენტარები, უბნებზე მონიტორინგს ახდენდნენ აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები. ამერიკის საელჩოს უბნებზე 26 ჯგუფი ჰყავდა გადანაწილებული. საერთო ჯამში, დღევანდელი არჩევნები 52 საერთაშორისო ორგანიზაციის დაკვირვების ქვეშ არის. მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა - ასეთი იყო დიპლომატების მთავარი გზავნილი და მოწოდება. პოლიტიკური ლიდერებისთვის საზოგადოების ხმის მისაწვდენად ისინი ამომრჩევლებს აქტიურობისკენ და უბნებზე მისვლისკენ მოუწოდებდნენ. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან